კრის ვაიდმანმა ილიას და კონორს შორის GOAT გამოარჩია
DEEP WATERS-ში კრის ვაიდმანი, დასტინ პორიე და დინ ტომასი საუკეთესო მებრძოლზე მსჯელობდნენ. სამივე ერთმანეთს კონორსა და ილიას ადარებდნენ. ვაიდმანის შეფასებით, პრაიმ კონორ მაკგრეგორთან დაპირისპირება, განსაკუთრებით იმ ფორმაში, რომელშიც მან ჟოზე ალდო დაამარცხა, ნებისმიერი მებრძოლისთვის უმძიმესი გამოცდა იქნებოდა. მისი აზრით, ირლანდიელი მეტოქეზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებით თავში შეძვრომასაც შეძლებდა. მიუხედავად ამისა, სამივენი შეჯერდნენ, რომ ილია საუკეთესო მებრძოლია.
თუ GOAT-ზე ვიწყებთ საუბარს, მაშინ უნდა გავარკვიოთ ვინ მოიგებდა, ილია თუ პრაიმ კონორი? რთული სათქმელია, რადგან შეძლებდა ილიამ იმ კონორის დამარცხებას, რომელმაც ალდოს მოუგო. ჩემი აზრით, კონორი ილიას თავში შეძვრებოდა. ვოლკანოვსკისთან ბრძოლაზე დაყრდნობით, მე ილიასკენ გადავიხრებოდი. 'ვოლკი' ქვემსუბუქ წონაში, როგორც ყველა დროის საუკეთესო ისე მოიაზრება, უდავოდ. საუკეთესოს არჩევაზე თუ მივა საქმე, მე ილიას ვიტყოდი. - კრის ვაიდმანი
Prime Ilia Topuria vs. Prime Conor McGregor 🍿
— UFC on Paramount+ (@UFConParamount) November 2, 2026
Who wins? 🤔 pic.twitter.com/cUnG2FbhrJ
კრის ვაიდმანის ეს პოზიცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად დიდია ილია თოფურიას მიღწევები და მისი გამარჯვება ქვემსუბუქი წონის ლეგენდარელ ჩემპიონზე ალექსანდრე ვოლკანოვსკიზე, რომელიც დივიზიონის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდესად რჩება.