Belive

"კორის კარდიოს შემოწმებას არ ვაპირებ, მას თავიდანვე გავთიშავ" - დვალიშვილი

2 თვის წინ სხვა
1 წთ

კორი სენდჰეგენმა მერაბ დვალიშვილს საბრძოლო გეგმა დაუწუნა. ამერიკელის თქმით, "მანქანა" საშინელ გადაწყვეტილებას მიიღებს თუ მასთან დგომში ბრძოლას გადაწყვეტს. დვალიშვილმა ამასთან დაკავშირებით ისაუბრა და კორის საბრძოლო ფორმასაც შეეხო.

არა, მის განცხადებას არ გავუბრაზებივარ. ალბათ, ეს ცოტა ხუმრობითაც თქვა. მან ჩემს ხელებს პატივი უნდა სცეს. სრულყოფილი ათლეტი ვარ არ აქვს მნიშვნელობა სად მიმიყვანს ბრძოლა, ყველგან ვიჩხუბებ. ჟოზე ალდოს მიწაზე გადაყვანა მიჭირდა და ის დგომში ვცემე. ეს დავამტკიცე და კიდევ ერთხელ დავამტკიცებ. კორის ძალიან ვატკენ!

დარწმუნებული ვარ, სენდჰეგენს კარდიოზე პრობლემები არ შეექმნება. ჩვენი დაპირისპირება მაღალი დონის ბრძოლა იქნება. თუნდაც მიწაზე გადავიყვანო, ჩემზე თავდასხმას არ შეწყვეტს და ფეხის მტკივნეულზე შემიტევს. ყველამ ვიცით, რომ ფეხზე სწრაფად მოძრაობს და საკმაოდ საშიში ილეთებიც აქვს. 5-რაუნდიანი ბრძოლა გვექნება. ჩემი მიზანი კორის საწყის რაუნდებში გათიშვა იქნება და არა მისი კარდიოს გატესტვა. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა

კორისა და მერაბის ბრძოლა 5 ოქტომბერს არის ჩანიშნული. ვინაიდან ბრძოლა ამერიკაშია, ის ჩვენი დროით გამთენიისას დაიწყება. შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისთვის ეს მესამე სატიტულო დაცვა იქნება.

სხვა სტატიები