Belive

"ილიას მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ" - პიმბლეტის ღირსეული პასუხი MMA GURU-ს

1 დღის წინ სხვა
1 წთ

პადი პიმბლეტი MMA GURU-ს სტუმრობდა და საუბრისას რამდენიმე საკითხს შეეხნენ. ინგლისელს ილიას გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ჰკითხეს და პადიმ კითხაზე ღირსეული პასუხი გასცა.

არასდროს მენდომებოდა, რომ ვინმეს ჩემი ოჯახი ეხსენებინა, ასე რომ, იგივეს არც სხვას გავუკეთებ. ეს არ არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. მებრძოლებმა შეგვიძლია ერთმანეთის მიმართ, რაც გვინდა ვთქვათ, მაგრამ ოჯახის ხსენება ყოველთვის ქამრის ქვემოთ დგას. ილიას კარგის მეტს არაფერს ვუსურვებ. იმედი მაქვს ყველაფერი მალე მოგვარდება და ბავშვებსაც ნახავს. - განაცხადა პადი პიმბლეტმა

შეგახსენებთ, რომ პადი სულ ცოტა ხანში ჯასტინ გეიჯის დროებითი ქამრისთვის შეხვდება. ბრძოლა 25 იანვარსაა ჩანიშნული და გამარჯვებული ილიას დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები