Belive

კორი თვლის, რომ უმარის დამარცხების შემდეგ ო'მალის შეხვდება

2 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც უკვე იცით, კორი სენდჰეგენი თავის მომავალ ბრძოლას უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ გამართავს. ისინი UFC Abu Dhabi-ზე ჰედლაინერები იქნებიან. სენდჰეგენი-ნურმაგომედოვის ორთაბრძოლა 3 აგვისტოს არის ჩანიშნული.

კორიმ MMA Junkie-სთან საინტერესო განცხადება გაავრცელა. ის ამბობს, რომ მერაბთან დაპირისპირებაში ო'მალის უგულშემატკივრებს. მან ასევე ისიც თქვა, რომ ნურმაგომედოვთან მოგების შემთხვევაში შონს სწორედ ის უნდა შეხვდეს.

შემდეგ ბრძოლაში ო'მალის ვუგულშემატკივრებ. მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო რთული გამოწვევები მსურს. ორივე მებრძოლს ძალიან რთული დავალებების შესრულება მოუწევთ. მერაბს სივრცის დახურვა აუცილებლად მოუწევს. ო'მალის ჭიდაობა შეუძლია, მაგრამ მერაბის აღნაგობის ადამიანთან ჭიდაობა რთულია. დვალიშვილისთვის ეს ჩხუბი ძალიან რთული იქნება. შონი კარგ ფორმაშია და მშვენივრად მოძრაობს. ეს "ჩიტოსთან" ჩხუბში ვნახეთ. ვფიქრობ, ო'მალი ხელებს მერაბზე უკეთ ხმარობს, მაგრამ დვალიშვილს ნამდვილად დიდი გული აქვს. ის მსოფლიო ტიტულისთვის ძალიან დიდი ხანია იბრძვის, ასე რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება. - განაცხადა კორი სენდჰეგენმა

შეგახსენებთ, რომ ო'მალის წონაში ჩემპიონობის პირველი კანდიდატი მერაბ დვალიშვილია. ჯერჯერობით, ოფიციალურად არაფერი დადასტურებულა, თუმცა როგორც მერაბი ამბობს მისი და შონის შეხვედრა UFC 306-ზე შედგება.

სხვა სტატიები