Belive

"კორი მერაბთან გასამარჯვებლად გზას აუცილებლად გამონახავს" - შონ ო'მალი

2 თვის წინ სხვა
1 წთ

შონ ო'მალიმ მერაბ დვალიშვილისა და კორი სენდჰეგენის ჩხუბის შესახენ ისაუბრა. "შუგა" თვლის, რომ მისი ყოფილი ოპონენტი ამ ბრძოლაში ფავორიტია და გამარჯვების მეტი შანსი აქვს. თუმცა, არც კორის შესაძლებლობებს ივიწყებს და თვლის, რომ კორი მოსაგებად გზას გამონახავს.

კორისა და მერაბის ბრძოლის შედეგი ძალიან მაინტერესებს. რაღაც მკარნახობს, რომ მერაბი გამოვა და იმავეს გააკეთებს, რაც მე გამიკეთა. დაიჭერს კორის, მიწაზე გააჩერებს, ჭიდაობა, გდებები, ყველაფერს გააკეთებს რომ ზემოდან მოექცეს. ასევე რაღაც ნაწილი მკარნახობს, რომ კორი მშიერია. მას გამარჯვება უნდა, გამოვა და მოსაგებად გზას აუცილებლად გამონახავს. სენდჰეგენს კარგი გამძლეობა აქვს. მისი კარდიო იმაზეა დამოკიდებული თუ როგორი სტილის ბრძოლა გაიმართება. თუ მერაბი 3-4-ჯერ მიწაზე გადაიყვანს და კორი მასთან ჭიდაობას გადაწყვეტს, მერაბის უბრალოდ დაღლის. - განაცხადა შონ ო'მალიმ

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და კორი სენდჰეგენის ჩხუბი 5 ოქტომბერს გაიმართება. სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო დაპირისპირება UFC 320-ს თანამთავარი ბრძოლა იქნება.

სხვა სტატიები