Belive

"70 კილოგრამში დაბრუნებით და ილიას დამარცხებით რას მივიღებ?" - ისლამ მახაჩევი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

ისლამ მახაჩევმა განაცხადა, რომ თოფურიასთან 70 კილოგრამში ბრძოლა მისთვის არაფრის მომცემი იქნება. თუ დაღესტნელის განცხადებით ვიმსჯელებთ, მივხვდებით, რომ მსუბუქ წონაში დაბრუნებას არც კი განიხილავს. მისი აზრით, მსუბუქ წონაში ყველაფერი გააკეთა და ახლა ილიას ქვესაშუალო წონაში ელის.

ვფიქრობ, კარგი იქნება. ფანებს აინტერესებთ ეს ბრძოლა და მეც იმავეს ვიზიარებ. ჩემი და ილიას ჩხუბი ყველგან საუბრის მთავარი თემაა. როგორ შეიძლება ეს ბრძოლა ხალხის ინტერესის გარეშე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყოს. 70 კილოგრამში დაბრუნებით და ილიას დამარცხებით რას მივიღებ? ქამარს მოვიგებ? ეს ქამარი უკვე მაქვს. ფანები მეტად არიან ამ ბრძოლით დაინტერესებულნი. მე 70 კილოგრამში დაკლება და საკუთარი თავის წამება არ მინდა. მე 77 კილოგრამში ბრძოლა, ჭამა და ბანაკის გავლისას სიამოვნების მიღება მსურს. - განაცხადა ისლამ მახაჩევმა

შეგახსენებთ, რომ მახაჩევს წინ ჯეკ დელა მადალენასთან ბრძოლა ელის. ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ჩხუბი 16 ნოემბერს ნიუ-იორკში გაიმართება.

რაც შეეხება ილიას, მას ჯერ ოფიციალურად ჩხუბი ჩანიშნული არ აქვს.

სხვა სტატიები