Belive

"ილიამ გააცნობიერა, რომ ისიც უბრალოდ ადამიანია" - ხორხე მასვიდალი

13 საათის წინ სხვა
1 წთ

ხორხე მასვიდალმა ილია თოფრიას თეთრ სახლში გამოსვლა ისაუბრა. მავიდალის აზრით, "მატადორი" მებრძოლი სულის პატრონია, თუმცა, იმ ჩხუბში გააანალიზა, რომ თავადაც ჩვეულებრივი ადამიანია.

ბრძოლა შეაჩერეს და მას ეს არ გაუსაჩივრებია, მაგრამ, ძმაო, ორივე თვალი დახუჭული ჰქონდა, ცხვირი კი გატეხილი. არ ვცდილობ მის მიმართ თანაგრძნობა გამოვხატო, უბრალოდ ფაქტებს ვამბობ. ეს ბიჭი ნამდვილი ძაღლია, მზად იყო იქ მომკვდარიყო.

მას უბრალოდ სწორი უნარები აქვს, გენეტიკურად დაჯილდოებულია სისწრაფითა და ძალისმიერი დარტყმით. ასე რომ, ვფიქრობ, მან გააცნობიერა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ისიც უბრალო ადამიანია. - ხორხე მასვიდალი

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯის ბრძოლა აშშ-ს დამოუკიდებლობის 250 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა. ეს ისტორიული ბრძოლა თეთრი სახლის ეზოში შედგა, რომელიც ამერიკელი ჯასტინ გეიჯის გამარჯვებით დასრულდა.

სხვა სტატიები