Belive

შეცდომა თუ ნიადაგის მოსინჯვა? - ეთერში თოფურიას მეტოქის ვინაობა გამოჩნდა

8 თვის წინ სხვა
1 წთ

რამდენიმე კვირის ვარაუდებისა და სპეკულაციების შემდეგ, ფანებმა შესაძლოა მიიღეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რადგან UFC-მ გამოავლინა ილია თოფურიას შემდეგი მეტოქე, მაგრამ არა ისე, როგორც ამას მიჩვეული ვართ.

UFC Vegas 105-ის ესპანურ ენაზე გადაცემის დროს, ახალი ამბების გრაფაში გამოჩნდა ტიტრი, რომელიც მანამდე დაანონსებული არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივრები ღამის ჩხუბებზე იყვნენ ორიენტირებული, ეს ტიტრი მხედველობიდან არავის გამორჩენია - ეს არ იყო ოფიციალური განცხადების, პრეს-რელიზის ან სოციალური მედიის პოსტის ნაწილი, არამედ 'ჩუმი' შეტყობინება ეკრანის ბოლოში.

View this post on Instagram

A post shared by KnockoutAlerts (@knockoutalerts)

ტიტრზე ესპანურად ვკითხულობთ: "ილია თოფურია ავიდა ზედა დივიზიონში და ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება. ესპანელის დებიუტი ამ წონაში სწორედ აქ შედგება".

განცხადების 'სკრინშოტი' სწრაფად გახდა ვირუსული, რადგან გულშემატკივრები გამოეხმაურნენ ამ ამბავს. თუმცა, ეს ინფორმაცია UFC-მ მალევე გააქარწყლა, როგორც "შეცდომა" - ეს MMA ჟურნალისტმა ალექს ბეჰუნინმა გააკეთა: ”პრომოში მითხრეს, რომ ეს არ არის სიმართლე და შეცდომა იყო”.

სხვა სტატიები