რა თანხა გამოიმუშავა ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლაში?
ილია თოფურიამ საჩემპიონო ქამარი მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლაში დაიცვა. ქართველმა მებრძოლმა მეტოქე მე-3 რაუნდში უმძიმესი დარტყმებით დაანოკაუტა.
აღნიშნულ საჩემპიონო ბრძოლაში Sportysalaries-ის ინფორმაციით ორივე მებრძოლის გარანტირებული წილი 1.25 მილიონი დოლარი იყო, აქედან მაქსიმუმ 750 000 დოლარი ილია თოფურიას ერგო, 500 000 დოლარამდე კი მაქს ჰოლოუეიმ გამოიმუშავა. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, ამას გარდა მოგების ბონუსის სახით ილია 100 000 დოლარს მიიღებს, პლუს სპონსორებისგან 45 000 დოლარამდე, UFC-ს ბონუსი იქნება კიდევ დაახლოებით იმდენივე, სადღაც 50 000 ფარგლებში და ტრანსლაციებიდან შემოსული თანხა, მილიონ-ნახევარ დოლარს შეადგენს. სულ, რომ ეს თანხები შევაჯამოთ ქართველი მებრძოლი საბოლოოდ დაახლოებით 3 მილიონ დოლარამდე გამოიმუშავებს, მაქს ჰოლოუეი კი მილიონ ნახევრამდე.