"ისლამის მსუბუქ წონაში დაბრუნების მოლოდინი ჩემთვის გადაჭარბებულია" - ჩელ სონენი
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
დღესდღეობით, MMA-ს სამყაროში ყველაზე დიდ ბრძოლად ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის ჩხუბი მოიაზრება. გულშემატკივარი ამ დაპირისპირებას დიდი ხანია ელის. დიდი მოლოდინისა და ინტერესის მიუხედავად, ჩელ სონენი ამბობს, რომ მახაჩევის 70 კილოგრამში დაბრუნება ძალიან საეჭვოდ ეჩვენება.
ისლამის მსუბუქ წონაში დაბრუნების მოლოდინი ჩემთვის გადაჭარბებულია. მჯერა თუ არა, რომ ისლამი 77 კილოგრამში წარმატებას მიაღწევს? მახაჩევის ცხოვრებაში ახლა ყველაზე უსიამოვნო გამოწვევა 70 კილოგრამის დაფიქსირებაა. ვფიქრობ, ისლამიც ისეთივე თავდაჯერებული გახდება, როგორიც ილიაა. ხალხს ამ ჩხუბის ნახვა როგორც არ უნდა სურდეს, თუ ისლამი ქვესაშუალო წონის ჩემპიონი გახდება, ისინი ერთმანეთს ძალიან დაშორდებიან. - განაცხადა ჩელ სონენმა
შეგახსენებთ, რომ მახაჩევმა ქვესაშუალო წონაში მას შემდეგ აინაცვლა, რაც ბელალ მუჰამადმა ქამარი დაკარგა. მსუბუქი წონის ტიტულის მფლობელი კი ახლა ილია თოფურიაა.