ხესუს გალო: "UFC-ს ვურჩევ, რომ ილია თოფურია 2026 წელს აღარ აჩხუბოს"
3 დღის წინ
სხვა
1 წთ
ილია თოფურიას ფიზიკური მომზადების მწვრთნელმა - ხესუს გალომ, ქართველის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
"ილია ამ დაბრკოლებას აუცილებლად გაუმკლავდება. მას იმდენად დიდი ჟინი და ოქტაგონზე დაბრუნების მოტივაცია აქვს, რომ მიღებულ ნებისმიერ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ზიანს დაძლევს.
რაც შეეხება 2026 წელს დაბრუნებას - ყველაზე ლოგიკური და სწორი ნაბიჯი იქნება, თუ UFC მომდევნო წლამდე დაცდას ურჩევს. მართალია, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ფიზიკურად ის მზად იქნება, მაგრამ ამის გაკეთებას მაინც არ ვგეგმავთ, რადგან ეს გადაწყვეტილება არაგონივრული იქნებოდა.
თოფურიას გამოჯანმრთელების პროცესი შესანიშნავად მიდის და მას აღდგენის ფენომენალური უნარი აქვს. კარგი გენეტიკის წყალობით, თავიდანვე ვიცოდით, რომ ძალებს იმაზე ბევრად მალე აღიდგენდა, ვიდრე ელოდნენ. ამასთან ერთად, უდიდესი მადლობა ეკუთვნის იმ სამედიცინო პერსონალსაც, რომელმაც მასთან ესპანეთში იმუშავა."
- ხესუს გალო
შეგახსენებთ, რომ თეთრი სახლის ისტორიულ ღონისძიებაზე ილია თოფურიამ და გეიჯიმ მთავარი ჩხუბი გამართეს. მსუბუქი წონის ქამრისთვის ბრძოლაში გეიჯიმ ილია დაამარცხა და ჩემპიონი თავად გახდა. აღსანიშნავია, რომ "მატადორის" კარიერაში ეს პირველი წაგება იყო.