ისლამ მახაჩევმა სარეკორდო სერია გააგრძელა - ზედიზედ 17 გამარჯვება კარიერაში
ისლამ მახაჩევმა, UFC 330-ზე, თავისი სიდიადე კიდევ უფრო განამტკიცა.
საღამოს მთავარ ბრძოლაში, მახაჩევმა (29-1 MMA, 18-1 UFC) იან მაჩადო გარი (17-2 MMA, 10-2 UFC) მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა (49-46, 49-46, 48-47). ამ გამარჯვებით მან ორგანიზაციის ისტორიაში სარეკორდო, ზედიზედ მე-17 გამარჯვება მოიპოვა.
მახაჩევმა პირველივე რაუნდში აქტიურად დაიწყო და თეიქდაუნზე გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიელმა კუთხის მითითებები ზუსტად შეასრულა, ჩემპიონის ზეწოლას ვეღარ გაუმკლავდა. მახაჩევი რაუნდს სრულად აკონტროლებდა, როგორც დგომში, ისე პარტერში.
შერკინების ყველაზე მწვავე ეპიზოდი მეორე რაუნდში ვიხილეთ, როდესაც მახაჩევმა უძლიერესი "ჰაი-კიკით" (მაღალი დარტყმით) გარი ნოკდაუნში გაუშვა და ნოკაუტთანაც ახლოს იყო. მაჩადო გარიმ დარტყმების სერიას გაუძლო და შემდგომი ტეიქდაუნის მიუხედავად, ბრძოლის გაგრძელება შეძლო.
მესამე რაუნდში გარიმ პირველი სერიოზული კონტრშეტევა განახორციელა და მარჯვენა "ჰაი-კიკით" ჩემპიონს თვალის არეში დაზიანება მიაყენა. მან ასევე წარმატებით დაიცვა თავი მახაჩევის ღრმა შესვლისგან. მეოთხე რაუნდი შედარებით თანაბარი გამოდგა - არცერთ მებრძოლს გარდამტეხი მომენტი არ ჰქონია.
გადამწყვეტი მეხუთე რაუნდის წინ, როდესაც ქულების მიხედვით ბრძოლის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველი ჩანდა, მახაჩევმა მაჩადო გარი ბადესთან მიიმწყვდია, იდეალური თეიქდაუნით მიწაზე გადაიყვანა, ზურგი აიღო და შეხვედრის ბოლომდე პოზიცია აღარ დაუთმია.
ISLAM MAKHACHEV KEEPS HIS BELT 🏆
— UFC on Paramount+ (@UFConParamount) August 16, 2026
📺 @paramountplus pic.twitter.com/XwklYVo7JZ
ეს გამარჯვება მახაჩევისთვის ზედიზედ მე-17 წარმატება და მეშვიდე სატიტულო ორთაბრძოლა აღმოჩნდა. ისლამმა ქვესაშუალო წონის ქამარი დაიცვა.
რაც შეეხება იან მაჩადო გარის, კარიერაში მისი 2 მარცხი ისლამ მახაჩევთან და შავკატ რახმონოვთან ფიქსირდება (რახმონოვთან 2024 წლის დეკემბერში, 5-რაუნდიან არასატიტულო ორთაბრძოლაში წაგებით).