ხაბიბს $900,000-ის ღირებულების ქონების ჩამორთმევა ემუქრება
ფინანსური რეგულაციების წესების დარღვევის გამო, ხაბიბ ნურმაგომედოვს ქონების ჩამორთმევა ემუქრება. საქმე $900 000 ღირებულების ქონებას ეხება.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 5 ივნისს ხაბიბს რუსეთის ფედერაციის დატოვება აეკრძალა. სასამართლომ მისი ქონების ჩამორთმევისა და გაყიდვის პროცესი დაიწყო. ხაბიბი დაღესტანში სახლსა და მანქანების ძვირადღირებულ კოლექციას ფლობს, რომელიც ასე გამოიყურება:
Ferrari California T – $300,000
Mercedes-Benz AMG GT S – $161,000
Mercedes-Benz S-Class – $122,000
BMW 7 Series – $101,000
Toyota Land Cruiser – $85,000
Toyota Tacoma – $44,000
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვის ვალი ფედერალური საგადასახადო სამსახურის (FNS) მიმართ 3 400 000 დოლარს აჭარბებს.
🚨 Enforcement proceedings have been initiated against Khabib Nurmagomedov for around $900K.
— Championship Rounds (@ChampRDS) July 23, 2024
The case against Khabib was opened on July 5th and since that time he has been prohibited from leaving the Russian Federation. Bailiffs have launched a search procedure for his property… pic.twitter.com/4Ifh7Kpcf1