Belive

ბარსელონას საკრებულო UFC-ის ღონისძიების საკუთარ ქალაქში ჩატარებას არ ემხრობა

1 თვის წინ სხვა
1 წთ

მას შემდეგ, რაც ილია თოფურია ჩემპიონი გახდა, UFC-ს ღონისძიების ესპანეთში ჩატარებასთან დაკავშირებით საუბრები არ წყდება. აბუ დაბიში გამართულ პრესკონფერენციაზე დანა უაითმა განაცხადა, რომ 2025 წელს იბერიას აუცილებლად ეწვევიან. თუმცა, UFC-ს პრეზიდენტს ქალაქი არ დაუზუსტებია. თავად ილიას "საინტიაგო ბერნაბეუზე" ბრძოლა უნდა მაგრამ, როგორც დანამ თქვა, ღონისძიების საფეხბურთო მოედნებზე გამართვა არ უყვარს. უაითს პირდაპირ არ განუცხადებია მაგრამ, თითქოს მიგვანიშნა, რომ ჩხუბების ბარსელონაში ჩატარება სურს.

ამასთან დაკავშირებით ქალაქის საკრებულოს განსხვავებული აზრი აქვს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბარსელონას საკრებულოს წევრმა დავიდ ესკუდემ ისაუბრა.

ქალაქის საკრებულო ამ სახის სპორტის პოპულარიზაციას არ აპირებს. ასეთი ღონისძიების ჩასატარებლად ბიუჯეტიდან ფულს ვერ გამოვყოფთ. მსგავსი სპორტული ღონისძიება ბარსელონაში არ გამართულა, რადგან ჩვენი ქალაქის სპორტული სტრატეგიის ნაწილი არასდროს ყოფილა. თუ მათ რაიმე სივრცის ქირაობა სურთ, შეუძლიათ განაცხადი შეავსონ მაგრამ, სახელმწიფოსგან დახმარებას ვერ მიიღებენ. - განაცხადა ესკუდემ

ესპანეთში UFC-ის ღონისძიების გამართვის მთავარი იდეის ავტორი ილია თოფურიაა. როგორც ზემოთ ვახსენე, "მატადორს" "რეალ მადრიდის" საშინაო მოედანზე ბრძოლის ჩატარება ძალიან უნდა.

სხვა სტატიები