ხამზატ ჩიმაევს დუბაის აეროპორტში მამაკაცზე თავდასხმაში ბრალს დებენ
14 საათის წინ
სხვა
1 წთ
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დუბაის აეროპორტში ხამზატ ჩიმაევი მამაკაცს თავს დაესხა. აღნიშნული ინფორმაცია პირველად თავად დაზარალებულმა გაავრცელა. როგორც რიჩ პატერსონი წერს, ჩიმაევმა მას გულკერდის არეში ფეხი ჩაარტყა.
მე ვარ ქმარი, მამა და ძმა. მოგზაურობისას ადამიანი ვერასდროს იფიქრებს, რომ თავს დაესხმებიან. მითუმეტეს მაშინ, როდესაც უბრალოდ გულშემატკივარი ხარ, რომელიც ცდილობს თავმდაბლად მიუახლოვდეს და მიესალმოს ადამიანს, რომელსაც თვალს ადევნებს. ამ თვის დასაწყისში DXB აეროპორტში ხამზატ ჩიმაევი თავს დამესხა, როდესაც უკან აშშ-ში ვბრუნდებოდი. მან და კიდევ 7-8 ადამიანმა ფაქტობრივად ალყაში მომაქციეს. ამის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ ჩემთვის მკერდში წიხლი ჩაერტყა. ეს ყველაფერი კამერებზეა ჩაწერილი. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ადრე იყო, რამდენად მშიერი იყო ან მოწამლული იყო თუ არა UFC-ს პროფესიონალი მებრძოლი, ასეთ მოპყრობას არავინ იმსახურებს. მე 46 წლის ვეტერანი ვარ. ისტორიები და ჭორები ამ ბიჭის ველურ ქმედებებზე მართალია. ეს ბიჭი ჩემს დაზიანებას ცდილობდა. - წერს რიჩ პატერსონი სოციალურ ქსელში
🤔Army vet accuses Khamzat Chimaev of assault at DXB airport
— Dovy🔌 (@DovySimuMMA) February 28, 2026
he claims Khamzat Chimaev charged him and kicked him in the chest
via 1rjpatterson IG pic.twitter.com/BSaCx5IgxR
ამ ეტაპზე ოფიციალური განცხადება ჩიმაევს არ გაუვრცელებია. ვრცელდებოდა ჭორებიც, რომ ხამზატი უკვე დაკავებულია. ფაქტი ერთია, რომ თუ ბრალი დამტკიცდა ჩიმაევს UFC-დან გარიცხვა ემუქრება.