Belive

ხაბიბის დოკუმენტური ფილმის პრემიერის თარიღი ცნობილია

2 თვის წინ სხვა
1 წთ

ეჭვგარეშეა, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვი MMA-ის სამყაროში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. მისი კარიერა საფუძველს გვაძლევს ვთქვათ, რომ ხაბიბი ერთადერთი და განუმეორებელია. მისი ბრძოლის სტილი ყველასათვის აუღებელი ციხე-სიმაგრე იყო. არ ჰქონდა მნიშვნელობა ნურმაგომედოვი მოჭიდავეს, სტრაიკერს თუ გრეპლერს ხვდებოდა, ყველას წინააღმდეგ დომინირებდა. რეკორდიც შესაბამისია - 29 გამარჯვება და 0 მარცხი.

ხაბიბის მთავარი მწვრთნელი და მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მამა - აბდულმანაპ ნურმაგომედოვი იყო. მისი გარდაცვალება "არწივისთვისაც" კი მძიმე დარტყმა აღმოჩნდა. დედას პირობა მისცა, რომ ოქტაგონზე აღარ გამოვიდოდა და უკანასკნელი ბრძოლა გეიჯის წინააღმდეგ ჩაატარა.

რთული ცხოვრებისა და წარმატებული კარიერის შემდეგ, Netflix-მა გადაწყვიტა ხაბიბ ნურმაგომედოვის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღოს. სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფილმის პრემიერა 31 ოქტომბერს შედგება.

სხვა სტატიები