Belive

ჰენისთან მარცხის შემთხვევაში, გარსია მუსიკალური კარიერის დაწყებას გეგმავს

1 თვის წინ სხვა
1 წთ

20 აპრილს, ნიუ იორკში კიდევ ერთი დიდი ბრძოლა გაიმართა. ერთმანეთს თანამედროვეობის ორი გამორჩეული მოკრივე რაიან გარსია და დევინ ჰეინი შეერკინებიან.

ბოლო პერიოდში რაიან გარსიას გარშემო დიდი სკანდალი ტრიალებს. მოკრივე იმდენად უცნაურ თემებზე საუბრობდა, რომ მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კითხვებიც გაჩნდა. სწორედ ეს არის ერთ-ერთ მიზეზი, რის გამოც ჰეინი მასთან ფავორიტად ითვლება. რაიან გარსიამ განაცხადა, რომ ამ ბრძოლაში მარცხის შემთხვევაში მუსიკალური კარიერა გარანტირებული აქვს.

ჩემი მარცხი გამორიცხულია მაგრამ, ვთქვათ წავაგე. რა იქნება შემდეგ? Universal Records Group-თან კონტრაქტი მაქვს გაფორმებული. სხვა რა დამრჩენია? გიტარაზე და პიანინოზე კარგად ვუკრავ, სიმღერაც და რეპიც შემიძლია. უბრალოდ ხალხმა ამის შესახებ არ იცის. ხალხმა ჯერ კიდევ არ იცის ვინ ვარ. - განაცხადა გარსიამ Full Send Podcast-თან საუბრისას

გარსია 2021 წელს WBC-ის შუალედური ქამრის მფლობელი გახდა. ჟურნალ The Ring-ის მიხედვით, რაიანი 2023 წლის მაისის მდგომარეობით მეოთხე საუკეთესო აქტიური მსუბუქწონოსანი გახლდათ. BoxRec-ის თანახმად, ის მე-7 საუკეთესოა. ტრანსნაციონალური რეიტინგის საბჭოს სიაში მერვე ხოლო, ESPN-ის რეიტინგში, საუკეთესო აქტიურ მოკრივეებს შორის, მეექვსე პოზიცია უკავია.

სხვა სტატიები