Belive

"ჩემს დაიგნორებას განაგრძობს" - დვალიშვილი ო'მალიზე

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

როგორც კი ვიფიქრებთ, რომ მერაბისა და შონის ბრძოლა ოფიციალურად მალე ჩაინიშნება, "შუგა" მაშინვე რაღაც უცნაურს ამბობს. თითქოს ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ ქართველ "მანქანას" საჩემპიონო ბრძოლა უნდა მიეღო. მაგრამ, ო'მალიმ საკუთარ პოდკასტში ასეთ რამ განაცხადა:

შესაძლო შემდეგი ბრძოლა კრივში გავმართო. - ამბობს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი

ამ ყველაფერს მერაბ დვალიშვილი საკუთარი Instagram სთორის საშუალებით გამოეხმაურა. "მანქანა" ამბობს, რომ ჩემპიონი მას ისევ აიგნორებს.

შეგახსენებთ, რომ ჰენრი სეხუდოს დამარცხების შემდეგ, დანა უაითმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მერაბი ტიტულისთვის აუცილებლად იბრძოლებს.

სხვა სტატიები