ხაბიბ ნურმაგომედოვი თვითმფრინავის ბორტიდან მოხსნეს
UFC-ის ყოფილი მებრძოლი, ხაბიბ ნურმაგომედოვი იმ დროს გადაიღეს, როცა ერთ-ერთმა ბორტგამცილებელმა მას ამერიკული თვითმფრინავის დატოვება მოსთხოვა, ხაბიბს ეკიპაჟის წევრთან უთანხმოება მოუვიდა, რის გამოც მისი ბორტიდან მოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს. თვითმფრინავი ლას ვეგასიდან ლოს ანჯელესის მიმართულებით მიფრინავდა.
ხაბიბი თვითმფრინავის "გადაუდებელი საჭიროებებისთვის" განკუთვნილ ადგილას იჯდა, ბორტგამცილებელმა მას ჰკითხა, შეძლებდა თუ არა თანამგზავრებისთვის დახმარების გაწევას, თუ რაიმე გადაუდებელი შემთხვევა მოხდებოდა. ამან გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია, რადგან ნურმაგომედოვი ვერ მიხვდა რას გულისხმობდა ბორტგამცილებელი - ამას კი კამათი მოჰყვა.
- ბორტგამცილებელი: არ მოგცემთ უფლებას დაჯდეთ 'საავარიო გასასვლელში', წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ ამ თვითმფრინავის დატოვება
- ხაბიბი: რეგისტრატურაში მხოლოდ ის მკითხეს, ვიცოდი თუ არა ინგლისური, მე ვუპასუხე რომ ვიცი, ახლა რატომ ცდილობთ შემიცვალოთ ადგილი?
- ბორტგამცილებელი: არ ვაპირებ ამის ახსნას ისევ და ისევ. ხელმძღვანელს დავურეკავ. თქვენ შეგიძლიათ სხვა ადგილი დაიკავოთ, ან მოგთხოვთ რომ დატოვოთ თვითმფრინავი - ისმის ვიდეოკადრებში
საბოლოოდ ბორტგამცილებელმა ზედამხედველს სთხოვა დახმარება და ყოფილი მებრძოლის თვითმფრინავიდან გაყვანა. ბოლოს ჩანს, რომ ხაბიბი მწკრივს სტიუარდთან ერთად ტოვებს და თვითმფრინავიდან გასასვლელი კარისკენ მიდის.