პადი პიმბლეტი: "როცა ილიამ ხელი მკრა, ვიგრძენი რომ სუსტია"
5 თვის წინ
სხვა
1 წთ
ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში დაანოკაუტა და მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. ბრძოლის შემდეგ, ოქტაგონზე პადი პიმბლეტი ავიდა და ილიასთან პირისპირ დგომი პირდაპირ ეთერში შედგა. რბილად რომ ვთქვათ, ამ ორ მებრძოლს ერთმანეთი არ უყვართ, პიმბლეტტი კი ყოველთვის ცდილობს ილიას გამოწვევას.
შეიძლება ვინმე ფიქრობდეს, რომ მე თოფურიასთან დავმარცხდები, მაგრამ მათ არაფერი იციან. ჩვენ ვერ ვიტანთ ერთმანეთს და ეს კარგად იგრძნობა. ხალხს დავუმტკიცებ, რომ ცდებიან.
ყოველთვის პირისპირ დგომს ვამჯობინებ, ამიტომ ავედი ოქტაგონზე. როცა ილიამ ხელი მკრა, ვიგრძენი რომ სუსტია. ის ძალიან პატარაა. - განაცხადა პადი პიმბლეტმა
Paddy Pimblett and Ilia Topuria faced off in the Octagon after Topuria's UFC lightweight title win at #UFC317 😳 pic.twitter.com/Immx3bc3SA
— ESPN MMA (@espnmma) June 29, 2025
დანა უაითმა განაცხადა, რომ არ იცის ვინ აუშვა პადი ოქტაგონზე და ამის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა - ჯერ ამ ბრძოლის დაგეგმვაზე არ ფიქრობს. ილიამ პრესკონფერენციაზე შეახსენა პიმბლეტს, რომ გულზე არ ეხატება და თუ მათ შორის ბრძოლა ჩაინიშნა, ყველაზე ნაკლები სანერვიულო ექნება, რადგან მისი დანუკაუტება გულით სურს.