"უმარის ჩემპიონობის დრო ძალიან მალე მოვა" - ხაბიბ ნურმაგომედოვი
2 საათის წინ
სხვა
1 წთ
ხაბიბ ნურმაგომედოვმა უმარის საჩემპიონო პოტენციალზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი თქმით, თავისი ბიძაშვილი სუპერმსუბუქ დივიზიონში ამ მომენტისთვის ყველაზე მრავალმხრივი მებრძოლია. ხაბიბი ამბობს, რომ მისი ჩემპიონობის დრო შორს არაა.
უმარს სჭირდება, რომ საუკეთესო ოთხეულში შეაღწიოს. ჩვენ ყველანაირ დაპირისპირებაზე თანახმა ვართ - ვინც არ უნდა მოგვცენ, ვიბრძოლებთ. ჩვენი მიზანი ტიტულისკენ მიმავალ გზაზე ყველა TOP მებრძოლთან დაპირისპირებაა. აქამდეც ვთქვი, უმარი დივიზიონში ყველაზე მრავალმხრივი მებრძოლია და მისი ჩემპიონობის დრო მალე მოვა. ისინი ვინც ამბობდნენ, რომ უმარმა UFC-ში ყველაფერი მარტივად მიიღო, ახლა ხედავ, რომ ის საკუთარი წონითი კატეგორიის ელიტას წარმოადგენს. - წერს ხაბიბ ნურმაგომედოვი სოციალურ ქსელში
🚨📊 Khabib says he wants Umar Nurmagomedov to beat entire Top of the Bantamweight division including Merab Dvalishvili and Sean O'Malley:
— Home of Fight (@Home_of_Fight) January 26, 2026
"Umar really needed to break into this top four.
We’re fine with any matchup — whoever they give us, we’ll take the fight. The goal is to… pic.twitter.com/H8QyFkRTNM
შეგახსენებთ, რომ უმარმა მერაბთან მარცხის შემდეგ ორი ბრძოლა მოიგო. ჯერ მარიო ბაუტისტასთან გაიმარჯვა. UFC 324-ზე დეივსონ ფიგერედო უშანსოდ დაამარცხა და ქამრის პრეტენდენტებშიც ადგილი უფრო გაიმყარა.