Belive

ხაბიბ ნურმაგომედოვი | MMA-ში მათ ადგილს ვერ ვხედავ

2 წლის წინ სხვა
1 წთ
UFC-ის ლეგენდა - ხაბიბ ნურმაგომედოვი, ორგანიზაციაში არსებულ შეცდომებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ "რინგის გოგონები" MMA-ის ყველაზე გამოუსადეგარი მონაწილეები არიან. დაუმარცხებელი ნურმაგომედოვის მტკიცებით, დროა MMA-ში რადიკალური ცვლილებები განხორციელდეს და "რინგის გოგონებს" დაემშვიდობონ.
"შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ "რინგის გოგონები" MMA-ის ყველაზე გამოუსადეგარი მონაწილეები არიან. რა არის მათი მიზანი? რაუნდების გამოცხადება ტაბლოს მეშვეობითაც შესაძლებელია. ვიცი, რომ ეს ისტორიის ნაწილია, თუმცა ისტორიულად არაერთი შეცდომის მომსწრეები გავხდით. ისტორიას ვსწავლობთ, რათა წარსულზე დაკვირვებით მომავალში შეცდომები თავიდან ავირიდოთ. ისინი ნამდვილად გამოუსადეგარები არიან. ეს ჩემი შეხედულებაა და ნამდვილად არ მსურს ვინმეს შეურაცხყოფა", - აღნიშნა ხაბიბ ნურმაგომედოვმა. 

სხვა სტატიები