Belive

დენიელ კორმიემ გულშემატკივრებს ხაბიბის შესახებ ახალი ინფორმაცია გაანდო

1 წლის წინ სხვა
2 წთ
მას შემდეგ, რაც ხაბიბ ნურმაგომედოვმა UFC დატოვა, ყოფილ მებრძოლს ბევრჯერ დაუსვეს შეკითხვა დაბრუნდებოდა თუ არა კვლავ ოქტაგონზე. 33 წლის ჩემპიონმა დაარწმუნა გულშემატკივრებიც და ჟურნალისტებიც, რომ ის შეასრულებს დედისთვის მიცემულ პირობას და აღარ იბრძოლებს. UFC-ის ფანების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ხაბიბი მაინც დაბრუნდება. მათი აზრით, თუ მახაჩევი ოლივეირასთან დამარცხდება, ნურმაგომედოვი ბრაზილიელზე შურს იძიებს და ოქტაგონზე შეებრძოლება. ხაბიბის უახლოეს მეგობარს დანიელ კორმიესაც კი მოეწონა ეს იდეა, მაგრამ როგორც თავად "DC" ამბობს, ნურმაგომედოვი არც ისე მოხიბლულია ამ აზრით.
„ვფიქრობ, რომ დასრულებულია. ცოტა ხნის წინ, ESPN-ზე შოუში ვიყავი მიწვეული და ვთქვი, თუ ოლივეირა დაამარცხებს ისლამს, მაშინ ხაბიბი დაბრუნდება-მეთქი. შემდეგ სპორტდარბაზში მივედი და ხაბიბს ამის თაობაზე მოვახსენე. მან კი ასე მიპასუხა: "გთხოვ თავი დამანებე! მე ასე კარგად ვგრძნობ თავს.". ასე რომ, ვფიქრობ, მან დაასრულა და აღარ დაბრუნდება."
ხაბიბი საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთო მებრძოლი ნამდვილად არის UFC-ის ისტორიაში. მან წარმოუდგენელი, რამ შეძლო და კარიერა 28-0 რეკორდით დაასრულა. ნურმაგომედოვმა დიდებისკენ მიმავალ გზაზე ბევრი სახელოვანი მებრძოლი დაამარცხა. კონორ მაკგრეგორი, დასტინ პორიე, ჯასტინ გეიჯი, რაფაელ დოს ანიოსი, ედსონ ბარბოსა და კიდევ ბევრი სხვა "არწივისთვის" პრობლემას არ წარმოადგენდა. მათ უმრავლესობასთან პრობლემა თითქმის არ შექმნია და ძალიან დამაჯერებლად მოიპოვა გამარჯვებები.    

სხვა სტატიები