Belive

კენიელ მორბენალს ჩამორთმეული ვერცხლის მედალი დაუბრუნეს

1 თვის წინ სხვა
1 წთ

კენიელმა მორბენალმა, ფაით კიპიგონმა, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მოგებული ვერცხლის მედალი უკან დაიბრუნა. საქმე ისაა, რომ მას დისკვალიფიკაცია მიანიჭეს, რის შემდეგაც მან და მისმა გუნდმა გადაწყვეტილება ოლიმპიურ კომიტეტში გაასაჩივრა და საქმე მოიგო.

ორშაბათს საღამოს, კიპიგონი ოლიმპიური ოქროსთვის ქალთა შორის 5000 მეტრ დისტანციაზე სირბილში იბრძოდა. პირველი ადგილი მისმა თანამემამულე ბეატრის ჩებეტმა დაიკავა, მეორეზე თავად გავიდა, ბრინჯაო კი ნიდერლანდების წარმომადგენელმა, სიფან ჰასანმა აიღო. სპრინტის დასრულებიდან ცოტა ხნის შემდეგ გამოცხადდა, რომ კიპიგონი დისკვალიფიცირდა, რადგან ერთ-ერთ წრეზე, სავარაუდოდ, ეთიოპიელ მორბენალს ხელი უბიძგა.

ეს არ იყო ფაითის ბრალი. მე მათ უკან ვიყავი და ფაითი შიგნითა ხაზში იყო. ეთიოპიელი ცდილობდა კიპიგონის ზოლში მოხვედრას, მას მხოლოდ ის შეეძლო, რომ ხელი გამოეყენებინა იმის სანიშნებლად, რომ შეჯახება თავიდან აერიდებინა - განაცხადა ოქროსმედალოსანმა ჩებეტმა
მე ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ფაითი მედალს უკან იბრუნებს. არ ვფიქრობ, რომ ვერცხლი დავიმსახურე, ძალიან ბედნიერი ვარ იმითაც, რომ ბრინჯაო მოვიპოვე და ეს ჩემთვის ისედაც ბევრს ნიშნავს - ეს კი ნიდერლანდელი ჰასანის სიტყვებია, რომელიც ცოტა ხნით ვერცხლის პრიზიორად იყო გამოცხადებული

საბოლოო ჯამში, კენიელი მორბენალი დამნაშავედ არ მიიჩნიეს იმაში, რომ ეთიოპიელმა გოგონამ წონასწორობა დაკარგა და 5000 მეტრ დისტანციაზე ოქროც და ვერცხლიც კენიელებს დარჩათ.

სხვა სტატიები