Belive

საქართველომ ერთ სულ მოსახლეზე ოქროს მედლების რაოდენობით მე-7 ადგილი დაიკავა

1 თვის წინ სხვა
1 წთ

პარიზის ოლიმპიადაზე, არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში, საქართველომ 24-ე პოზიცია დაიკავა. ჩვენი სპორტსმენების ანგარიშზე 3 ოქრო (ლაშა ბექაური, გენო პეტრიაშვილი, ლაშა ტალახაძე), 3 ვერცხლი (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე და გივი მაჭარაშვილი) და 1 ბრინჯაოა (ლაშა გურული). მართალია, 2020 წელს ტოკიოში დაფიქსირებული ისტორიული მაქსიმუმი არ გამეორდა (8 მედალი), თუმცა ტოკიოში მხოლოდ 2 ოქროს მედალი ავიღეთ.

დაითვალეს 1 სულ მოსახლეზე მოპოვებული ოქროს მედლების შეფარდებაც და ამ რეიტინგში საქართველო მე-7 ადგილზეა - 3,7 მილიონიანი მოსახლეობითა და სამი ოქროს მედლით. პირველ ადგილზე 67-ათასიანი დომინიკა გავიდა, რომელმაც ერთადერთი ოქროს მედალი მოიპოვა. ერთ სულ მოსახლეზე აღებულ სამივე სინჯის მედლების რაოდენობით, საქართველო მე-10 ადგილზეა. ცხრილის სათავეში კი 112-ათასიანი გრენადაა ორი ბრინჯაოს მედლით.

სხვა სტატიები