Belive

კასანო: "ასეთი გავლენა სერია A-ზე მხოლოდ ფენომენ რონალდოს ჰქონდა - კვარა შთამბეჭდავია!"

1 წლის წინ სხვა
1 წთ

მილანის "ინტერის", "მილანის", "რომას", მადრიდის "რეალის" და იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ანტონიო კასანომ, საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და დადებით კონტექსტში მოიხსენია.

"კვარაცხელია შთამბეჭდავია! ფეხის წარმოუდგენელი ძალა აქვს. მახსოვს, რომ იტალიაში ჩასულ მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელს ჰქონდა ასეთი გავლენა. მსგავსი გავლების მქონე ფეხბურთელად მხოლოდ ფენომენი რონალდოს დასახელება შემიძლია.

კვარაცხელია დრიბლინგს გვთავაზობს, შეუძლია მიმართულების სწრაფად შეცვლა, ურტყამს, თამაშობს მოკლე და გრძელი პასებით, ის მართლაც შთამბეჭდავია", - თქვა ანტონიო კასანომ.

40 წლის ვეტერან ფეხბურთელს იტალიის სერია A 2011 წელს, "მილანთან" ერთად აქვს მოგებული.

2022 წელს ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში საკლუბო და სანაკრებო შეხვედრებში 18 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა, რასაც ამხანაგურ მატჩებში გატანილი 4 გოლი და 1 საგოლე პასი ემატება.

იტალიის სერია A-ს მერვე ტურში გასამართი მატჩი, “ნაპოლის” 1 ოქტომბერს, საშინაო კედლებში ელოდება. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები