Belive

"კარიერის დასაწყისიდანვე ჩემი მიზანი UFC-ის ჩემპიონობა იყო" - ილია თოფურია

2 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონია. ქართველმა მებრძოლმა ჩემპიონი ალექს ვოლკანოვსკი დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა. მატადორმა მოწინააღმდეგე მეორე რაუნდში ნოკაუტით გათიშა და დივიზიონს სათავეში ჩაუდგა.

ქართველმა მებრძოლმა გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა

ამ გამარჯვებით ძალიან ბედნიერი ვარ. თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ახლა მაქვს დრო, ეს წარმატება ჩემს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად აღვნიშნო.

პირველ რაუნდში ის ძალიან სწრაფი იყო. შესანიშნავად მოძრაობდა, ფეხებს კარგად იყენებდა. დრო დამჭირდა, რომ შემესწავლა მისი ბრძოლა, ხოლო მეორე რაუნდში ნოკაუტი შევასრულე.

ბრძოლის დასაწყისიდანვე ჩემს მომენტს ველოდებოდი. ვოლკანოვსკისთან ბრძოლა კიდევ ერთხელ შეიძლება, მაგრამ ამჯერად ქამრის დასაცავად, ის შესანიშნავი მებრძოლი და კარგი ადამიანია. ჩემი საქმე ბრძოლაა, ვისთან დაპირისპირებასაც შემომთავაზებენ, მასთან ვიბრძოლებ.

სამომავლო გეგმა ამ მომენტში დასახული არ მაქვს. კარიერის დასაწყისიდანვე ჩემი მიზანი UFC-ის ჩემპიონობა იყო. - ილია თოფურია

სხვა სტატიები