Belive

"კარგი შესაძლებლობა იყო, რომ ნამდვილი ამერიკული სიამაყე მეჩვენებინა" - გეიჯი ილიასთან ჩხუბზე

4 დღის წინ სხვა
1 წთ

ჯასტინ გეიჯი ილიასთან გამართლ ბრძოლაზე საუბრობს. ჩემპიონი ამბობს, რომ მისთვის როგორც ამერიკელისთვის, თეთრი სახლის ღონისძიებაზე გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავდა. ჯასტინმა თავდაჯერების ფაქტორზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზედმეტი თავდაჯერება მებრძოლზე საზიანოდ მოქმედებს.

ილიასთან ჩხუბის მოგებით ძალიან დიდი თავდაჯერება მივიღე. ძალიან ბევრი ბრძოლა გამომივლია და ვიცი, ცოტაოდენი იღბალი და შესაძლო შანსი ყოველთვის გამოჩნდება. აქედან გამომდინარე, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად თავდაჯერებული ხარ. ზედმეტი თავდაჯერება მოგკლავს, რადგან ეს საქმე ძალიან სახიფათოა. ნებისმიერ მომენტში შეიძლება რაღაც მოხდეს. ამისთვის მხოლოდ ერთი შეცდომაა საჭირო. ბევრი არ უნდა იდარდო იმაზე, რომ ყოველთვის იდეალური იყო.

ეს ჩხუბი საოცრება იყო. მთავარი სანახაობა ბრძოლა უკვე იმას ნიშნავს, რომ ყველა თვალი შენ გიყურებს. ვუპირისპირდებოდი ბიჭს, რომელიც დაუმარცხებლად ითვლებოდა და სხვა ქვეყნდან იყო. ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იყო, რომ ნამდვილი ამერიკული სიამაყე მეჩვენებინა. - განაცხადა ჯასტინ გეიჯიმ

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას დამარცხებით ჯასტინმა მსუბუქი წონის ქამარი მოიპოვა. ჯასტინი პირველი მებრძოლი გახდა, რომელმაც "მატადორის" დამარცხება შეძლო.

სხვა სტატიები