Belive

კარამნობ საგაიპოვი: "მზად ვარ, რომ ოლიმპიადაზე ყველა დავამარცხო და ოცნება ავიხდინო..."

6 თვის წინ სხვა
1 წთ

27 წლის ჩეჩენი ძიუდოისტი - კარამნობ საგაიპოვი, პარიზის ოლიმპიადას დიდი შემართებითა და იმედებით ხვდება. მან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციასთან პარიზის მოახლოებულ თამაშებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი მზად არის ყველას დასამარცხებლად.

"ლიბანის ამჟამინდელი სირთულეებიდან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან რთულია ძლიერი სპორტსმენის გამოყვანა, რომელთაც შეუძლიათ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დონეზე ასპარეზობა. მე ლიბანელი დედა მყავს, თავად ჩეჩნეთში დავიბადე და გავიზარდე, თუმცა, როგორც კი მივიღე შემოთავაზება, რომ ლიბანის ნაკრებში მეასპარეზა, არცერთი წუთით არ დავფიქრებულვარ.

მადლობა ღმერთს, რომ გამოვჩნდი ასპარეზზე და მოვიპოვე პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია. მართალია, რომ არცერთი ოფიციალური შეჯიბრი არ მომიგია, თუმცა ვგრძნობ, რომ ძალიან კარგ ფორმაში ვიმყოფები და პარიზის ოლიმპიადაზე ყველას დამარცხება შემიძლია.

მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიულ ბრინჯას მედლამდე ერთი ნაბიჯი დამაკლდა, თუმცა გპირდებით, რომ ყოველი შემდეგი შეჯიბრი, წინაზე უკეთესები იქნება და მალე მედალოსანიც გავხდები.

ვიცი, რომ წონაში არაერთი ძლიერი მეტოქე მყავს, მაგალითად ლაშა ბექაური, ასევე 3-4 ძალიან მაღალი დონის ძიუდოისტის დასახელაბა შემიძლია, თუმცა მოდი თავს შევიკავებ და საკუთარ სათქმელს ყველას ოლიმპიური ტატამიდან დავუმტკიცებ..." - კარამნობ საგაიპოვი

საგაიპოვი ჩეჩნეთში დაბადებული და გაზრდილი ძიუდოისტია, რომელიც ლიბანის სახელით ასპარეზობს. იგი ერთადერთი ლიბანელი ძიუდოისტია ისტორიაში, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალურ ბლოკში იბრძოლა, თუმცა იგი ესპანეთის სახელით მოასპარეზე - ტატო მოსახლიშვილთან დამარცხდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ 27 წლის საგაიპოვს, IJF-ს ოფიციალურ შეჯიბრებზე არცერთი სინჯის მედალი არ აქვს მოპოვებული.

27 ივლისი - 3 აგვისტოს პერიოდში, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, სტარტს ძიუდო აიღებს.

სხვა სტატიები