"ილიამ უნდა დაამტკიცოს, რომ მსუბუქ წონაში ანგარიშგასაწევი ძალა იქნება" - სონენი
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
UFC-ს ყოფილმა მებრძოლმა და MMA-ს ექსპერტმა ჩელ სონენმა ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა. სონენის თქმით, მახაჩევთან ბრძოლამდე ქართველს ერთი ტოპ მებრძოლის დამარცხება მოუწევს.
ილია ქამარს თმობს და მის სახელს არავინ ახსენებს. როგორც ჩანს, ტიტულამდე ჯერ ერთი ჩხუბი მოუწევს. ილია და ისლამი კარგად ჟღერს, მაგრამ ეს დიდი ბრძოლა არ არის. თუ ილია ჯერ ჩარლზს დაამარცხებს, აი შემდეგ თოფურია-მახაჩევის ჩხუბი საინტერესო იქნება. ილიამ უნდა დაამტკიცოს, რომ მსუბუქ წონაში ანგარიშგასაწევი ძალა იქნება და ეს არმანის ან ოლივეირას დამარცხებით უნდა დაამტკიცოს. - განაცხადა ჩელ სონენმა
შეგახსენებთ, რომ ილიამ ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი აღარ არის. მსუბუქ წონაში გადასვლის შემდეგ, ქართველმა ტიტული საკუთარი ნებით დათმო.