Belive

"კაილა ამ ბიჭებს მარტივად დალეწავს" - ალი აბდელაზიზი

2 თვის წინ სხვა
1 წთ

მას შემდეგ, რაც კაილა ჰარისონმა UFC-ში სადებიუტო ბრძოლა გამართა, ფანები მასზე საუბარს არ წყვეტენ. PFL-ის ორგზის ყოფილმა ჩემპიონმა ჰოლი ჰოლმსი მეორე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.

ჰარისონის მენეჯერის თქმით, UFC 300-ზე ნაჩვენებმა შესრულებამ დიდი თავის ტკივილი გაუჩინა. ალი აბდელაზიზი ამბობს, რომ მასთან ბრძოლა აღარავის სურს. Submission Radio-სთან საუბრისას თავისი მებრძოლისთვის ახალი ვარიანტი გამონახა და გამოთქვა აზრი, რომ კაილამ მამაკაცებთან იბრძოლოს.

მერაბი ან ალჯამაინ სტერლინგი. ვფიქრობ, საკმაოდ კონკურენტული ბრძოლა იქნება. სიმართლე გითხრათ ცოტა არასამართლიან მდგომარეობაში ვართ, რადგან გოგონებს კაილასთან ბრძოლა არ უნდათ და მოდი შევარჩიოთ ვინმე 60 კილოგრამიდან. მაგალითად რობ ფონტი. კაილას ჭიდაობა რობისთვის რთულად გასამკლავებელი იქნება. სამართლიანი იქნება თუ ყოფილ ჩემპიონს - დეივსონ ფიგერედოს შეხვდება.

ვთვლი, რომ კაილა ამ ბიჭებს მარტივად დალეწავს. მას შემდეგ, რაც მან ჰოლის დამართა, არცერთ ქალს კაილასთან ბრძოლა აღარ სურს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ბიჭს, რომელიც მე ვახსენე, კაილა მარტივად დაამარცხებს. - განაცხადა ალი აბდელაზიზმა

სხვა სტატიები