Belive

"ჩიმაევი სუსტი კაცია" - შონ სტრიკლენდი

3 თვის წინ სხვა
1 წთ

საშუალო წონის ყოფილი ჩემპიონი შონ სტრიკლენდი UFC 319-ის მთავარ ჩხუბს გამოეხმაურა. ამერიკელი თვლის, რომ ხამზატ ჩიმაევს დიდი კაცის გული არ აქვს და ჩხუბის მიწურულს ის დუ პლესიმ გატეხა.

ჩიმაევი სუსტი კაცია. ამ ბიჭმა კოვიდის გამო კარიერა შეწყვიტა. მე ვიყავი ერთ-ერთი, რომელმაც ის პენსიაზე გაიყვანა, ეს ჩვენს დარბაზში მოხდა.

შეგიძლია ფილტვი ამომიღო და მე ბრძოლაში მაინც დავრჩები. ალიმ დაგირეკა და სპორტში ძალით დაგაბრუნა. ყველთვის იმის ზღვარზე ხარ, რომ წახვიდე და ბრძოლებს თავი დაანებო.

ვფიქრობ, დრიკუსმა ის გატეხა. არა მგონია, ჩიმაევს საკმარისად დიდი გული ჰქონდეს იმისთვის, რომ მასზე დიდ და უკეთესს ებრძოლოს. - ამბობს შონ სტრიკლენდი

შეგახსენებთ, რომ საშუალო წონის ჩემპიონის ქამრისთვის ბრძოლა ხამზარმა დუ პლესი დაამარცხა. 5-რაუნდიანი დაპირისპირება ჩიმაევის სრული დომინაციით წარიმართა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო კიდეც.

სხვა სტატიები