Belive

ჯოშუა VS ფიური - AJ-ს ვადა კვირის ბოლომდე აქვს

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ტაისონ ფიურის აგენტმა ფრენკ უორენმა ენტონი ჯოშუას ამ კვირის ბოლომდე მისცა ვადა, რათა ბრძოლას დათანხმდეს.

ამ თვის დასაწყისში Gypsy King-მა გაამხილა, რომ მისი დიდი ხნის ნანატრი ორთაბრძოლა, მისი თანამემამულის წინააღმდეგ, შესაძლოა შედგეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯოშუამ უყოყმანოდ გამოთქვა მზადყოფნა ამ ბრძოლისთვის, ეიჯისა და ფიურის შორის შეთანხმება ჯერ არ შემდგარა. საქმე საბუთებსა და ხელშეკრულებებს ეხება, რაც გულშემატკივრებს ძალიან უცრუებს იმედებს.

ფრენკ უორენი, რომელიც უშუალოდ მართავს მოლაპარაკებებს ჯოშუას მხარესთან, ამბობს, რომ ენტონი საქმეს აჭიანურებს და დროს კვირის ბოლომდე აძლევს.

მან SecondsOut-სთან ინტერვიუს დროს ასეთი რამ თქვა:

„პირველ რიგში ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს ტაისონ ფიურის შოუა. ის მსოფლიოს ნომერ პირველი მძიმეწონოსანია. AJ WBC-ის რეიტინგში მეექვსეა და ეს ყველაფერზე მეტყველებს. ტაისონს ძალიან სურს მასთან შეხვედრა, მაგრამ, თუ ეს ვერ მოხერხდება ჩვენი ბრალი არ იქნება. საქმე ძალიან ჭიანურდება და ჩვენ ამდენი დრო არ გვაქვს. ჯოშუას კვირის ბოლომდე აქვს დრო, რომ პასუხი შეგვატყობინოს.

სხვა სტატიები