Belive

რა თანხას გამოიმუშავებენ ენტონი ჯოშუა და ფრენსის ნგანუ?

1 თვის წინ სხვა
1 წთ

8 მარტს საუდის არაბეთის დედაქალაქი ელ რიადი კრივის საღამოს უმასპინძლებს. ყველაზე დიდი ყურადღება "ტიტანების შერკინებისკენ" არის მიპყრობილი. ერთმანეთს ეტონი ჯოშუა და ფრენსის ნგანუ დაუპირისპირდებიან.

მოკრივეები ბრძოლებში კოლოსალურ თანხებს, რომ იღებენ ეს ახალი ამბავი არ არის. გამონაკლისი არც ეს დაპირისპირებაა. AJ ნგანუსთან ჩხუბში £31 მილიონს გამოიმუშავებს, რომელიც კარიერის განმავლობაში ყველაზე მაღალი ანაზღაურება იქნება. ფრენსისი კი საკუთარ ბიუჯეტს £16 მილიონს შემატებს. აღნიშნულ ინფორმაციას Sport Business Journal ავრცელებს.

ბოლოს ენტონი ჯოშუა რინგზე ოტო ვალინის წინააღმდეგ გამოჩნდა, რომელიც მე-5 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ფრენსის ნგანუ კი ბოლოს ტაისონ ფიურის შეხვდა. კამერუნელმა ბრიტანელს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. Predator-მა მოწინააღმდეგის ნოკდაუნში ჩაგდებაც მოახერხა. მიუხედავად ამისა, გაყოფილი გადაწყვეტილებით ფრენსისი დამარცხდა.

სხვა სტატიები