Belive

შესაძლოა ტაისონ ფიური უსიკთან ბრძოლას ჩაესხნას

3 თვის წინ სხვა
1 წთ

სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა ტაისონ ფიური უსიკთან დაპირისპირებას ჩაეხსნას. პროფესიონალი მოკრივე შონ პორტერი ფიქრობს, რომ Gypsy King ყველაფერს გააკეთებს, რომ უკრაინელთან ბრძოლას თავი აარიდოს. მისი თქმით, ფიურის არ უნდა, რომ უსიკთან ჯოჯოხეთური საღამო გაატაროს. აღსანიშნავია, რომ პორტერი ერთადერთი არაა ვინც ასე ფიქრობს.

კარიერაში ყველა მებრძოლს აქვს ისეთი მომენტი, როცა უმძიმესი ჩხუბის წინაშე დგანან. "მე ბევრი მძიმე ღამე მქონდა, არ ვაპირებ კიდევ ერთი ღამე გადავიტანო" - ასე ფიქრობს უმრავლესობა. ყველამ კარგად ვიცით ფიურის უყვარს, როცა ყველაფერი მის სასიკეთოდ მიმდინარეობს. გარდა ამისა ის შოუმენია. სწორედ ამიტომ დათანხმდა ნგანუსთან ჩხუბს. ის ეძებს ბრძოლებს, რომელიც მას ფულს და ღირსებას მოუტანს. ამავდროულად, ბევრი ვარჯიშიც არ მოუწევს. - განაცხადა პორტერმა ProBox TV-სთან საუბრისას

ბოლო ბრძოლა ფიურიმ UFC-ის ყოფილი ჩემპიონის ფრენსის ნგანუს წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც გაიმარჯვა. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ კამერუნელმა მესამე რაუნდში ბრიტანელი ნოკდაუნში ჩააგდო და ბევრის აზრით, ბრძოლაც მოიგო.

უსიკმა ბოლო ბრძოლა აგვისტოში დუბუას წინააღმდეგ ჩაატარა და მეცხრე რაუნდში გამარჯვება მოიპოვა. უკრაინელ მოკრივეს კარიერაში 21 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან 14 ნოკაუტით მოიგო. აღსანიშნავია, რომ მისი მოწინააღმდეგის მსგავსად, ოლეკსანდრ უსიკი პროფესიონალურ კრივში არ დამარცხებულა.

ფიური-უსიკის ორთაბრძოლაში გამარჯვებულ WBC, WBA, WBO და IBF ქამრები დარჩება. კრივის ეს მატჩი საუდის არაბეთში, რიადში 17 თებერვალს გაიმართება.

სხვა სტატიები