ჯორჯ რასელს ჩემპიონობა ჩამოართვეს და გამარჯვებული ლუის ჰამილტონი აღმოჩნდა
ბელგიის გრან პრიზე პირველი ადგილი თავისი "მერსედესით" ჯორჯ რასელმა დაიკავა და რბოლის დასრულების შემდეგ, პოდიუმზე ლუის ჰამილტონთან და ოსკარ პიასტრისთან ერთად ავიდა. რასელმა საკუთარ თანაგუნდელს, ჰამილტონს მხოლოდ ნახევარი წამით აჯობა და ეს ერთი სტრატეგიული პიტსტოპის ხარჯზე გააკეთა, თუმცა მისთვის ყველაფერი ცუდად დასრულდა.
დაჯილდოების შემდეგ, ტექნიკური დელეგატის დასკვნა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, ჯორჯის ბოლიდი დასაშვებზე 1.5 კგ-ით ნაკლებს იწონიდა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მანქანა თავდაპირველად 798 კგ-ის მინიმალურ წონას აკმაყოფილებდა, შემდეგ 2.8 ლიტრი საწვავი ამოიღეს.
მანქანა გამეორებით აიწონა FIA-ს შიდა და გარე სასწორზე და წონამ შეადგინა 796,5 კგ. გარე და შიდა სასწორის დაკალიბრებას დაესწრო ოფიციალური პირი და დაადასტურა.
რადგან ეს 1.5 კგ-ით მცირე წონაა მოთხოვნილ მინიმალურ სტანდარტებზე, მე ამ საკითხის განსახილველად სტიუარდებს მივმართავ - ნათქვამი იყო დელეგატის განცხადებაში
სტიუარდების განხილვის შემდეგ დადასტურდა, რომ რასელი მართლაც ნაკლები სიმძიმის ბოლიდს მართავდა და მან დისკვალიფიკაცია მიიღო. ჰამილტონი რბოლის გამარჯვებულად გამოცხადდა, ოსკარ პიასტრიმ მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო მთავარ სამეულში ადგილი ჩარლზ ლეკლერსაც შეხვდა.
BREAKING: #BelgianGP winner George Russell has been disqualified from the race for an underweight car #F1 pic.twitter.com/SfEgH61NzG
— Formula 1 (@F1) July 28, 2024