Belive

ჰამილტონი ფერარისგან ისეთ პრივილეგიას მიიღებს, რომელიც მხოლოდ შუმახერს ჰქონდა

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონი პილოტი, ლუის ჰამილტონი, მომავალ წელს 'საჯინიბოს' გამოიცვლის და 'მერსედესიდან' 'ფერარიზე' გადაჯდება. 39 წლის პილოტი მიჰყვება ფორმულა 1-ის უდიდესი მრბოლელების გზას და ფერარიც ამის დაფასებას აპირებს.

ცნობილი ხდება, რომ იტალიური ბრენდი ჰამილტონს ისეთ პრივილეგიას სთავაზობს, რომელიც მხოლოდ ლეგენდარულ მიხაელ შუმახერს ჰქონდა. Sky Sports Italia-ს ინფორმაციით, ჰამილტონი გახდება მხოლოდ მეორე პილოტი ისტორიაში, რომელსაც ფერარის დამაარსებლის, ენცო ფერარის სახლში ცხოვრების უფლებას მისცემენ. ლუის ჰამილტონის პირველი დღე ფერარიში უკვე ჩანიშნულია, მაგრამ თარიღი მკაცრად არის გასაიდუმლოებული. მარანელოში ის სახლი, სადაც ენცო ფერარი ცხოვრობდა, ზუსტად ისევეა შემონახული, როგორც ენცოს სიცოცხლეში, უდიდესი იტალიელი ავტომწარმოებელი 1988 წლის აგვისტოში გარდაიცვალა - მისი სახლის არცერთ დეტალში, მას შემდეგ, ცვლილება არაა შეტანილი.

ჰამილტონს მოხლოდ 3 რბოლა დარჩა იქამდე, სანამ მერსედესს გამოეთხოვება და ახალი თავგადასავლის ძიებას დაიწყებს.