Belive

ლუის ჰამილტონმა იტალიურის შესწავლა დაიწყო

2 თვის წინ სხვა
1 წთ

2005 წლიდან, F1-ის მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონი, ბრიტანელი ლუის ჰამილტონი იტალიურ "ფერარიში" გადავა. ლუისი კარლოს საინსს ჩაანაცვლებს და შარლ ლეკლერის თანაგუნდელი იქნება. როგორც ჩანს, ჰამილტონი პასუხისმგებლობით ეკიდება ფერარიში საკუთარ მომავლს და დიდი მიზნების მისაღწევად ემზადება,

Autosprint-ის ცნობით, ჰამილტონმა ცოტა ხნის წინ იტალიურის გაკვეთილები დაიწყო. გამოცემა ვარაუდობს, რომ ეს საშუალებას მისცემს ლუისს „დაამყაროს ღრმა კავშირი გუნდთან, დააჩქაროს ინტეგრაცია და გაამარტივოს მისი ფერარის ბოლიდზე გადაჯდომა.

ბოლოს და ბოლოს, ის პირველი არ არის, ვინც ამ არჩევანს აკეთებს: მიხაელ შუმახერიც სწავლობდა ენას, როდესაც ის ფერარის შეუერთდა [1996 წელს] - ნათქვამია სტატიაში

მიმდინარე სეზონში, ჰამილტონმა "მერსედესთან" ერთად 2 რბოლა მოიგო, საერთო ჯამში კი 4-ჯერ იდგა პოდიუმზე. ბრიტანელი პილოტი საერთო ჩათვლაში მე-6 ადგილზეა. მას "მაკლარენისა" და "ფერარის" ოთხივე პილოტი უსწრებს, პირველ ადგილზე კი "რედ ბულის" ფერსტაპენია.

სხვა სტატიები