"ჯონსმა მსოფლიო ტიტულები მაშინ მოიგო, როცა სტეროიდებს იყენებდა" - ტომ ასპინალი
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC-ის მძიმე წონით კატეგორიაში ტომ ასპინალი გამოჩნდა. ინგლისელმა მებრძოლმა MMA-ს გულშემატკივრებში ეჭვები გააჩინა. ბევრი ფიქრობს, რომ სწორედ ის არის ვინც "ძვლების" მრავალწლიან ჰეგემონიას დაამხობს.
თუმცა, ამ მოსაზრებას სკეპტიკურად უყურებს თავად ჯონ ჯონსი. ამერიკელი ჩემპიონის თქმით, ასპინალის წარმატებულ სვლას დაამთავრებს.
გარანტიას გაძლევთ, რომ ჩემზე მეტ მსოფლიო ჩემპიონობას ვერ მოიპოვებს. ეს სიმართლეა. ამ სპორტში ბევრი ჩემპიონი ყოფილა მაგრამ, ჩემი მსგავსი არცერთი არ არის. ახლა ვიძინებ, ღამე მშვიდობისა. - დაწერა ჯონსმა საკუთარ Instagram-ზე
ბუნებრივია, რომ ასპინალი ჯონსის სიტყვებს უპასუხოდ არ დატოვებდა.
ჯონი მართალია, მას ჩემზე ბევრად მეტი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული აქვს მაგრამ, ეს ყველაფერი სტეროიდების გამოყენებითთ მოახერხა. - წერს ტომ ასპინალი
შეგახსენებთ, რომ ჯონ ჯონსი მძიმე წონის ჩემპიონია. ტომ ასპინალი კი იმაზე კატეგორიის დროებით საჩემპიონო ქამარს ფლობს.
როგორც დანა უაითი ამბობს, ჯონ ჯონსი მომავალ ბრძოლას სტიპე მიოჩიჩთან გამართავს. UFC-ს პრეზიდენტის თქმით, ეს ბრძოლა ოფიციალურად არ ჩანიშნულა თუმცა, დიდია ალბათობა, რომ ჩემპიონი მიოჩიჩის წინააღმდეგ დაბრუნდეს.