Belive

"ალექსანდრე ილია არ არის და ამას ოქტაგონზე დავამტკიცებ" - კოლბი სიქნესი

11 საათის წინ სხვა
1 წთ

UFC-ში მორიგ ქართულ დებიუტს ვიხილავთ. ალექსანდრე თოფურია კოლბი სიქნესს დაუპირისპირდება, რომელიც ასევე დებიუტანტია. ავსტრალიელის ანგარიშზე 7 გამარჯვება და 0 მარცხია. სიქნესი საკმაოდ თავდაჯერებულია და თვლის, რომ კარიერაში მერვე გამარჯვებას მოიპოვებს.

ალექსანდრეს ილიას მსგავსი სტილი ნამდვილად აქვს, მაგრამ ის მისი ძმა არ არის. კვირას გამოვალ და ამას ყველას ვაჩვენებ. ალექსანდრეს არცერთი თვასაჩინო მეტოქე არ დაუმარცხებია. მისი მოწინააღმდეგეების საერთო რეკორდი არც ისე კარგად გამოიყურება. - განაცხადა კოლბი სიქნესმა მედიასთან საუბრისას

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრეს და სიქნესის ბრძოლა პრელიმებზე პირველივე ჩხუბი იქნება. დაპირისპრიება 9 თებერვალს, გამთენიისას 05:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები