Belive

"ალჯოს სურს, რომ მერაბი დავამარცხო" - შონ ო'მალი

3 თვის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის ბრძოლა უკვე კარს მოგვადგა. ილია თოფურიას შემდეგ, მერაბი პირველი ქართველია, რომელიც UFC-ის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს. ქართველი საკუთარ შანსს დიდი ხანია ელოდებოდა მაგრამ, გარკვეული მიზეზების გამო სატიტულო ჩხუბს ვერ იღებდა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი მეგობარი ალჯამაინ სტერლინგი იყო, რომელიც სუპერმსუბუქ წონაში ქამარს ფლობდა. ბუნებრივია, რომ მერაბი ახლო მეგობართან დაპირისპირებას თავს არიდებდა. მას შემდეგ რაც "ალჯომ" ქამარი დაკარგა, ქართველს შანსი მიეცა სანატრელ ქამარს დაეუფლოს.

შონ ო'მალი თვლის, რომ მერაბისა და სტერლინგის მეგობრობა არც ისეთი კარგია, როგორიც ჩვენ გვგონია. მისი თქმით, ალჯამაინ სტერლინგი დვალიშვილის მარცხზე ოცნებობს. "შუგამ" ისიც თქვა, რომ მისი და "ალჯოს" ბრძოლის დროს მერაბიც იმავეს ფიქრობდა.

ალჯო ოცნებობს, რომ მერაბი დავამარცხო. ეს მას უკეთეს სიტუაციაში ჩააყენებს. ვფიქრობ მერაბსაც გაუხარდა ალჯო რომ გავთიშე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ საჩემპიონო ბრძოლის მოლოდინში იქნებოდა. ისინი არც ისე კარგი მეგობრები არიან როგორც ჩვენ ყველა ვფიქრობთ. - განაცხადა შონ ო'მალიმ

შეგახსენებთ, რომ ო'მალისა და მერაბის ბრძოლა ლას ვეგასში, UFC NOCHE-ზე გაიმართება. სატიტულო დაპირისპირება 15 სექტემბერს გამთენიისას შედგება.

სხვა სტატიები