Belive

ჯონ ვუდი: "ვფიქრობ მერაბის ზეწოლა და გდებები უმარს გატეხავს"

2 დღის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა ჯონ ვუდმა მისი მომავალი ბრძოლის შესახებ ისაუბრა. ვუდის თქმით, უმართან ბრძოლა ო'მალის ჩხუბზე მეტად რთული იქნება. მიუხედავად ამისა, ამერიკელი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ მერაბს მოწინააღმდეგის დასამარცხებლად არსენალში საკმარისი იარაღი აქვს.

ველოდები, რომ ეს ბრძოლა ო'მალიზე უფრო რთული იქნება. უმარი ყოველმხრივ კარგი მებრძოლია. ვფიქრობ, ამ ბრძოლაში ჩვენი მთავარი საქმე ზეწოლა უნდა იყოს. საოცარი ჩხუბი იქნება. საწყის რაუნდებში მერაბი სადავეებს ხელში ჩაიგდებს და იმას გააკეთებს რაც ყველაზე კარგად გამოსდის.

უმარი ძალიან ჭკვიანი და ბასრი მებრძოლია. ჩვენ მის უნარებს პატივს ვცემთ, თუმცა, ვფიქრობ მერაბის ზეწოლა და გდებები უმარს გატეხავს. - განაცხადა მერაბის მწვრთნელმა

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ იბრძოლებს. ქართველი საკუთარ ჩემპიონის ქამარს პირველად დაიცავს. ბრძოლა 19 იანვარს გამთენიისას დაიწყება.

სხვა სტატიები