ილია თოფურია: "ჩარლზს პატივს ვცემ მაგრამ, ვეცდები თავი წავაცალო"
5 თვის წინ
სხვა
1 წთ
ილია თოფურიას და ჩარლზ ოლივეირას საბრძოლო კვირაში შევაბიჯეთ. წლის გამორჩეულ ჩხუბამდე სულ რაღაც 6 დღე არის დარჩენილი. ილია თოფურია საკუთარ გამარჯვებაში ისევე არის დარწმუნებული, როგორც სხვა დანარჩენში. "მატადორი" ამბობს, რომ ამ ჩხუბში ოლივეირას თავს წააცლის.
ჩარლზს ჩემთან არანაირი უპირატესობა არ ექნება. მე სრულყოფილი მებრძოლი ვარ. ვერცერთ პოზიციაში ჩემთან თავს კომფორტულად ვერ იგრძნობ. მთელი ჩხუბის განმავლობაში დომინანტური ვიქნები. მე არავის თამაშს ვთამაშობ, ყველას ვაიძულებ ჩემს თამაშს აყვეს. ამიტომაც ვარ დაუმარცხებელი და მას 10 წაგება აქვს. პატივს ვცემ მაგრამ, ვეცდები თავი წავაცალო. თქვენ ყველამ კარგად იცით, რომ ამას გავაკეთებ. - განაცხადა ილია თოფურიამ
თოფურიასა და ოლივეირას ჩხუბი ლას ვეგასში გაიმართება. დაპირისპირება ჩვენი დროით 29 ივნისს გამთენიისას დაიწყება. შეგახსენებთ, რომ გამარჯვების შემთხვევაში თოფურია მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდება.