"ჩემი მიზანი ყოველთვის საუკეთესოების დამარცხებაა" - კორი სენდჰეგენი
2 თვის წინ
სხვა
1 წთ
კორი სენდჰეგენი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა და მერაბთან ბრძოლის შესახებ ისაუბრა. კორიმ უმართან გამართული ჩხუბიც გაიხსენა და თქვა, რომ იქ მიღებული გამოცდილება დვალიშვილთან ჩხუბში გამოადგება.
საჩემპიონო ჩხუბისთვის მზადება კიდევ უფრო სახალისოა, რადგან საკუთარ თავში ახალი უნარები აღმოვაჩინე. ამ მოსამზადებელი პერიოდის უდიდესი ნაწილი იმის განვითარებას დავუთმე, რაშიც ისედაც კარგი ვიყავი. რა თქმა უნდა, იმასაც ვაქცევდით ყურადღებას თუ რა შეიძლება მერაბმა შემოგვთავაზოს, თუმცა, მაინც საკუთარ თავზე ვიყავი კონცენტრირებული.
ჩემი აზრით, ყველას აქვს გეგმა იქამდე ვიდრე სახეში დარტყმას მიიღებენ. ვნახოთ ჩემთან რამდენიმე რაუნდის შემდეგ, ფეხზე ბრძოლა კიდევ თუ მოუნდება.
როცა კარიერას დავასრულებ და უკან გამოვიხედები ძალიან გავბრაზდები თუ არ ვიტყვი, რომ ჩემპიონის ქამარი ოდესმე ჩემი იყო. ჩემი მთავარი მიზანი ყოველთვის საუკეთესოების დამარცხება იყო. მერაბთან ჩხუბი ძალიან ამაღელვებელია, რადგან მას ყველა დროის საუკეთესო მებრძოლად მიიჩნევენ.
ვფიქრობ, უმარის საჭიდაო უნარები მერაბის თანაბარია, თუ უკეთესი არა. ამ ბრძოლაში ისე შევდივარ, რომ საკუთარ თავთან კითხვები არ მაქვს რისი გაკეთება მომიწევს თუ მიწაზე გადამიყვანენ. - განაცხადა კორიმ
შეგახსენებთ, რომ მერაბისა და კორის ჩხუბი UFC 320-ზე თანამთავარი ბრძოლა იქნება. ვინაიდან დაპირპსირება ლას ვეგასში იმართებს, ის ჩვენი დროით 5 ოქტომბერს გამთენიისას დაიწყება.