Belive

"ჯერ მისი დრო არ მოსულა" - ალექს ვოლკანოვსკი ილია თოფურიაზე

3 თვის წინ სხვა
1 წთ

რაც უფრო ახლოვდება ბრძოლა, ილია თოფურიასა და ალექს ვოლკანოვსკის დაპირისპირება უფრო საინტერესო ხდება. სპორტსმენებმა ერთმანეთში სიტყვები არაერთხელ გაცვალეს და დაპირისპირების მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია.

მათ შეხვედრამდე 10 დღე რჩება და ალექს ვოლკანოვსკის "მატადორთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა.

ილია ჩემპიონივით და სუპერვარსკვლავივით იქცევა. ეს ყველაფერი 18 თებერვალს შეიცვლება. ის დიდ შოკს მიიღებს და თავმდაბლობის დიდ ნამცხვარს მიირთმევს. ხალხი ჩემი და ილიას შორის ასაკის სხვაობაზე, მის დაუმარცხებლობაზე და ტალანტზე ყურადღებას ამახვილებს. მისი დამარცხება ჩემი ამბის არაჩვეულებრივი გაგრძელება იქნება. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ მას Instagram BIO-ს შეცვლა მოუწევს. ეს არის ერთ-ერთი რამ რაც სულ ტვინში მაქვს. წარმოიდგინეთ მისთვის რამდენად დამამცირებელი იქნება, როცა შეცვლის. შეიძლება ცუდი ბიჭი არ არის და უბრალოდ თამაშობს. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და კარგი გაკვეთილი სჭირდება. ჯერ მისი დრო არ მოსულა. მისი ისტორია მაშინ დაიწყება, როცა მე კარიერას დავასრულებ. მე პატივისცემა, ჩემი ქამარი და ყველაფერი რაც ცხოვრებაში მაქვს დავიმსახურე. - განაცხადა ალექს ვოლკანოვსკიმ

ვოლკანოვსკისა და თოფურიას ბრძოლა UFC 298-ზე, თბილისის დროით, 18 თებერვალს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ავსტრალიელისთვის ეს ქამრის მე-6 დაცვა იქნება.

ალექს ვოლკანოვსკი საკმაოდ მძიმე ნოკაუტიდან ბრუნდება. თავის ბოლო ბრძოლაში ავსტრალიელი ისლამ მახაჩევთან დამარცხდა. ბევრი თვლის, რომ ეს ილიასთან ბრძოლაში ხელს ძალიან შეუშლის. ალექს კარიერაში მხოლოდ სამი მარცხი აქვს და აქედან ორი ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ არის. ავსტრალიელი ჩემპიონის ანგარიშზე კი 26 გამარჯვებაა.

რაც შეეხება ილია თოფურიას, ის დაუმარცხებელია და ვოლკანოვსკის წინააღმდეგ შეეცდება მე-15 გამარჯვება მოიპოვოს. "მატადორმა" UFC-ში 7 ბრძოლა ჩაატარა და აქედან 5 დროზე ადრე დაასრულა.

სხვა სტატიები