Belive

"ჯერ მერაბის მსგავსთან ბრძოლა არ ჩაგვიტარებია" - ტიმ ველჩი

8 თვის წინ სხვა
1 წთ

სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა შონ ო'მალიმ კუთვნილი ტიტული წარმატებით დაიცვა. UFC 299-ზე "შუგას" მარლონ ვერას დამარცხება არ გაუჭირდა. დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, შონმა ილია თოფურია გამოიწვია, თუმცა, მატადორმა ჯერ დვალიშვილთან ჩხუბისკენ მოუწოდა.

MMA-ის გულშემატკივრების უმრავლესობა თვლის, რომ მერაბს საჩემპიონო ბრძოლა დიდი ხანია ეკუთვნის. სამი ყოფილი ჩემპიონის დამარცხების შემდეგ, ქართველმა სატიტულო ბრძოლა გაინაღდა. ამის შესახებ დანა უაითმაც ისაუბრა და თქვა, რომ "მანქანა" UFC-ის ქამრისთვის აუცილებლად იჩხუბებს.

შონ ო'მალის მწვრთნელმა ტიმ ველჩმა მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა. ის თვლის, რომ "შუგას" დვალიშვილის გათიშვა შეუძლია.

მერაბი ნამდვილი ტანკია. მას 10-ბრძოლიანი მოგებების სერია აქვს. ეს ამ ბიჭების წინააღმდეგ მოახერხა: ჯონ დოდსონი - 157სმ; კოდი სტამანი - 157სმ; მარლონ მორაესი - 167სმ; ჟოზე ალდო - 167სმ; პიოტრ იანი - 157სმ; ჰენრი სეხუდო - 152 სმ. ეს ბიჭები "შუგაზე" ოდნავ პატარები არიან.

შონის სიმაღლე 177 სანტიმეტრია და კარგად იცის დისტანცია როგორ აკონტროლოს. მას უყვარს, როცა მოწინააღმდეგეს ბევრ დარტყმას აყენებს და მერაბი ბევრ დარტყმას იღებს. საინტერესო ბრძოლა იქნება. ჯერ მერაბის მსგავსთან ბრძოლა არ ჩაგვიტარებია. ის მანქანაა და გაჩერებას არ აპირებს. მაგრამ, არც მერაბს უჩხუბია "შუგა შოუს" მსგავსთან, რომელსაც შენი შუქის ჩაქრობა, ერთი დარტყმით შეუძლია. - განაცხადა შონ ო'მალის მწვრთნელმა

ჯერჯერობით არ ვიცით როდის შედგება მერაბისა და ო'მალის შორის დაპირისპირება. თუმცა, ბუკმეიკერებმა კოეფიციენტები უკვე გამოთვალეს. თუ "მანქანისა" და "შუგას" ბრძოლა ჩაინიშნება, ქართველი ფავორიტი იქნება.

სხვა სტატიები