Belive

12 ივლისს HITTRON-ის მეოთხე ღონისძიება გაიმართება

2 თვის წინ სხვა
2 წთ

12 ივლისს HITTRON-ის მეოთხე ღონისძიება გაიმართება, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს. ბრძოლები Meama-ს სათავო ოფისში შედგება, სადაც დაუვიწყარი სანახაობა დაგხვდებათ.

რინგზე 9 წყვილი გამოვა და საუკეთესოს გამოსავლენად ერთმანეთს შეებრძოლება. აღსანიშნავია, რომ HITTRON SHOWDOWN 4-ზე ქართველი სპორტსმენის გარდა, უცხოელ მებრძოლებსაც ვიხილავთ.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ საღამოს მთავარ ქარდზე ქალი მებრძოლებიც გამოვლენ. ნინა რევია უზბეკ ზულფიია კურბაშოვას შეხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ნინას მოწინააღმდეგე ახალგაზრდაა, საკმაოდ პერსპექტიული მებრძოლია. რევიას კი ზურგს კრივის მრავალწლიანი გამოცდილება უმაგრებს.

საღამოს მთავარი ჩხუბი ირანელ სეად გილანისა და გიორგი "ბაბუ" კირვალიძეს შორის შედგება. ეს ორთაბრძოლა 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ კირვალიძემ HITTRON-ში 2 ბრძოლა ჩაატარა და ორივე მოიგო. რაც შეეხება გილანს, ის HITTRON-ის რინგზე პირველად გამოვა.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ HITTRON-ში დაფიქსირებული რეკორდი Tapology-ზე აისახება, რაც მებრძოლებს სხვა უცხოურ ორგანიზაციებში მოხვედრის შანსს აძლევს.

კარები 19:00 საათზე გაიღება და ღონისძიების დაწყებამდე შეგიძლიათ კაბარეს შოუს დაესწროთ. ბრძოლების დასრულების შემდეგ, After Party გაიმართება. ბილეთების შეძენას TKT.ge-ზე შეძლებთ.

ბრძოლების განრიგი ასე გამოიყურება:

PRELIMS

გიკაშვილი Vs. მაღრაძე

ჯობავა Vs. გოგია

ფხაკაძე Vs. გორდულავა

მთიულიშვილი Vs. ხატიაშვილი

MAIN CARD

შონია Vs. ატალაი

მელიქიანი Vs. ენიბაევი

კაბულაშვილი Vs. მუსტაფაევი

რევია Vs. კურბაშოვა

კირვალიძე Vs. გილანი

სხვა სტატიები