Belive

"მას უფრო დიდი გამოწვევა სჭირდება და თუ შესაძლებელი იქნება წონას შეიცვლის" - ხავიერ მენდესი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

ხაბიბ ნურმაგომედოვის ყოფილმა და ახლა უკვე ისლამ მახაჩევის მწვრთნელმა - ხავიერ მენდესმა UFC 308-ის მთავარი დაპირისპირება შეაფასა. მან "მატადორის" მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და ქართველს UFC-ში საუკეთესო მოკრივეც უწოდა.

როგორც იცით, ილიას ისლამ მახაჩევთან დაპირისპირების ინტერესიც აქვს. მახაჩევმა და თოფურიამ ერთმანეთის შესახებ არაერთხელ ისაუბრეს და არაა გამორიცხული, რომ მათი ჩხუბი ადრე თუ გვიან მართლაც ვიხილოთ. ხავიერ მენდესმა ამ შესაძლო დაპირისპირების შესახებ Submission Radio-სთან ისაუბრა.

ახლა მხოლოდ თეორიულად ვსაუბრობთ, საბოლოოდ ყველაფერს UFC წყვეტს. თუ ისლამი არმანთან ქამარს წარმატებით დაიცავს, ვფიქრობ მისი მოწინააღმდეგე პატარა ბიჭი არ უნდა იყოს. მას უფრო დიდი გამოწვევა სჭირდება და თუ შესაძლებელი იქნება წონა უნდა შეიცვალოს. ილიასთან ბრძოლა ისლამს ორმაგ ჩემპიონს ვერ გახდის. მე კი მინდა ისლამმა მემკვიდრეობა დატოვოს და სხვა წონაში იბრძოლოს.

სიმართლე გითხრათ, ილიას წინააღმდეგ ისლამს გამარჯვების რამდენიმე გზა აქვს. ჩემი მხრიდან ყველაზე ცუდი იქნება თუ მას კრივს ვურჩევ, რადგან ილია ყველა დივიზიონში საუკეთესოა. ჩვენი მხრიდან მასთან კრივის დაპირისპირება არც ისე ჭკვიანური იქნება. ისევე როგორც ილიას მხრიდან მახაჩევისთვის ჭიდაობის დაპირისპირება. ჩემი აზრით, როცა ბრძოლა ჩაინიშნება ყველაზე მთავარი სწორი გეგმის შედგენა იქნება. - განაცხადა ხავიერ მენდესმა

აღსანიშნავია, რომ ილიამ მახაჩევთან შეხვედრაზე მზაობა უკვე განაცხადა. ჰოლოუეისთან ბრძოლამდე რამდენიმე კვირით ადრე თოფურიამ განაცხადა, რომ მაქსის შემდეგ ისლამს შეხვდებოდა.

ეს უკვე ბევრჯერ მკითხეს. მალე მახაჩევიც იქნება. იმედი მაქვს ეს მაქს ჰოლოუეისთან ჩხუბის შემდეგ მოხდება. მინდა, რომ ეს ბრძოლა შედგეს.

მსუბუქ წონაში ასვლა ერთხელ უკვე მოვახერხე და ამას ახლაც ვიზამ, რატომაც არა? ისლამი დიდებული მებრძოლია, რომელიც ხან ბევრს ლაპარაკობს, ხან კი არა. - - განაცხადა თოფურიამ ჰოლოუეისთან ბრძოლამდე 2 კვირით ადრე

სხვა სტატიები