Belive

ჯეიკ პოლისა და მაიკ ტაისონის ბრძოლა გადაიდო

6 თვის წინ სხვა
1 წთ

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯეიკ პოლისა და მაიკ ტაისონის ბრძოლა გადაიდო.

კრივის მატჩი 20 ივლისს იყო ჩანიშნული, თუმცა, ტაისონის ჯანმრთელობის გამო ზაფხულში ეს ბრძოლა ვერ შედგება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმებმა ლეგენდარულ მოკრივეს ვარჯიშების შემსუბუქება ურჩიეს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ბრძოლა არ ჩაშლილა და ის 15 ნოემბერს გადაინაცვლებს.

მიუხედავად ამისა, ჯეიკ პოლი ბრძოლას მაინც გამართავს. ამჯერად მისი მეტოქე UFC-ის ყოფილი მებრძოლი მაიკ პერი იქნება. პერის ოქტაგონზე 15 ბრძოლა აქვს ჩატარებული. ახლა ის BKFC-ში ასპარეზებს სადაც რეკორდი 5-0 აქვს.

სხვა სტატიები