Belive

"ჯასტინთან ჩხუბისთვის ბევრს ვშრომობ, რადგან ძლიერი ოპონენტი მყავს" - ილია თოფურია

1 დღის წინ სხვა
1 წთ

მიუხედავად იმისა, რომ ილია თოფურია დიდი ფავორიტია, ის გეიჯის მაინც რთულ მოწინააღმდეგე მიიჩნევს. "მატადორი" ამბობს, რომ ფავორიტობა მას მოდუნების საშუალებას არ აძლევს.

არასწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ გეიჯი საჩუქარია. ის საჩუქარი არ არის. ის ლეგენდარული მებრძოლია, დიდების დარბაზის წევრია. ჯასტინის ჩხუბების ყურება მიყვარს და პატივსაც ვცემ. მაგრამ, ვთვლი რომ მასზე უბრალოდ უკეთესი ვარ. ახლა ჩემი დროა და უბრალოდ მომიწევს ჩემი საქმე გავაკეთო.

თუ ვინმე საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებულია, ის აღარ შრომობს. მე ჯასტინს ძალიან სერიოზულად ვუყურებ და ყოველდღე ძალიან ბევრს ვშრომობ, რადგან ძლიერი ოპონენტი მყავს. - ამბობს ილია თოფურია

შეგახსენებთ, რომ ილიას და ჯასტინის ბრძოლა თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი ჩხუბია. ისტორიული საღამო 15 ივნისს არის დაგეგმილი.

სხვა სტატიები